2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი; (კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის წერილი # 903; 08.09.2010) ცენტრი წარმოადგენს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალ ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტრუქტურული ერთეული. ქართველოლოგიის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და ბოდბელი ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იაკობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით.
საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიის ცენტრის მიზანია ქართველთა დედაენის (სტანდარტული ენისა და მისი სახესხვაობების), ისტორიისა და ტრადიციული კულტურის (წერილობითი თუ ზეპირი) საფუძვლიანი შესწავლა, ქართველთა ერთ ისტორიულ დედაენაზე ორიენტირებული ქართველოლოგიის განვითარება, მეცნიერული ქართველოლოგიის ძირითადი დებულებების ჩამოყალიბება თანამედროვე (საერთაშორისო) დეფინიციებისა და ტერმინოლოგიის გათვალისწინებით; ამ დებულებების გავრცელება საერთაშორისო ქსელში.
ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების (როგორც ავტოქთონი, ისე მუჰაჯირებისა თუ სხვა მიგრანტების) დიალექტების, ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და ზეპირსიტყვიერების შესწავლას: ბოლო მონაცემებით, საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა, სულ მცირე, 5 მილიონი ავტოქთონი ქართველი ცხოვრობს; თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე აქტიური ასიმილაციური პროცესების გამო, დაკარგვის დიდი საფრთხის ქვეშაა მათი ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობა. ტაოში, შავშეთში, ლაზეთში, საინგილოში, ასევე, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შორის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ მოძიებულ მასალათა კორპუსი კარგი ბაზაა უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომებისათვის.
ქართველოლოგიის ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს სპეციალისტთა მიერ განმაზოგადებელი ხასიათის ქართველოლოგიური სამეცნიერო ნაშრომების შექმნას, გამოცემასა და პრეზენტაციას; უმაღლესი სასწავლებლებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებას; ლინგვისტური რუკების დამზადებას და სხვ.
ქართველოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც უცხოელ ქართველოლოგებთან, ისე, ზოგადად, ეთნოლოგებთან, ლინგვისტებთან, კულტუროლოგებთან, ისტორიკოსებთან, თანამედროვე ენციკლოპედიების სარედაქციო კოლეგიებთან.
ქართველოლოგიის ცენტრი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს თემატურ საერთაშორისო ქართველოლოგიურ სემინარებსა და კოლოკვიუმებს, სადაც ხდება თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების აპრობირება და უცხოელი ქართველოლოგების ინფორმირება; ასევე, უცხოელ და ქართველ სპეციალისტთა შორის კვლევის შედეგებისა და ინფორმაციების გაცვლა. ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია ახალი თაობის ქართველი და უცხოელი მკვლევრების შეხვედრებისა და ერთობლივი კვლევების ორგანიზება.
ქართველოლოგიის ცენტრი ქართველური ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების, (როგორც ქართული სამწიგნობრო ენის, ისე ქართული ენის ადგილობრივი სახესხვაობების: მეგრულ-ლაზურის, სვანურის, ფერეიდნულის, ტაოურის, კლარჯულის, ხევსურულის და სხვ.), შესწავლის პროცესში ხელს უწყობს
ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტებს.
ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია დისტანციური (საინტერნეტო) სწავლებით, ასევე, ორკვირიანი საზაფხულო სკოლების ორგანიზებით, ქართველ და უცხოელ დაინტერესებულ პირებს შეასწავლოს (ან გააცნოს): ქართული სამწიგნობრო ენისა და, ზოგადად, ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორია, ქართველური სამეტყველო ერთეულები (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერხეული, ტაოური და სხვა); მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ცენტრის საველე ბაზებით, დაათვალიერონ საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობები.
2010 წლიდან ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრი აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს.
ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით პერიოდულად ტარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“.
ქართველოლოგიის ცენტრი 2011 წლიდან გამოსცემდა ქართველოლოგიის ცენტრის ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულს: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“ (2019 წლის ჩათვლით გამოცემულია 7 ტომი). ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გამოიცა ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჟურნალის, „სამეცნიერო აზრის“ ორი ტომი.
ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით, საველე დიალექტოლოგიურ პრაქტიკას გადიან ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის VII-VIII სემესტრის სტუდენტები. ექსპედიციაში ჩართული არიან, აგრეთვე, ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტები.
სხვადასხვა დროს ქართველოლოგიის ცენტრში მუშაობდნენ: პროფ. ტარიელ ფუტკარაძე (ცენტრის ხელმძღვანელი 2010 წლიდან 2021 წლამდე), პროფ. რევაზ შეროზია ( 2011-2012 წლებში), დოქტ. მიხეილ ლაბაძე (2010 წლიდან დღემდე), დოქტ. იაშა თანდილავა (2011-2016 წწ.), დოქტ. სვეტლანა ადამია (2011-2018 წწ.), დოქტ. ხატია ჯანგავაძე (2011-2012 წწ.), დოქტ. თამარ ლომაძე (2013-2015 წწ.), პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე (2015-2018 წწ.); დოქტ. სოფიო კეკუა (2013 წლიდან დღემდე), დოქტ. კესო გეჯუა (2018 წლიდან დღემდე).
ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ცენტრის თანამშრომლებისა და ქართული უნივერსიტეტის სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, საერთაშორისო და საუნივერსიტეტო პროექტების სახით მუშავდება რამდენიმე სამეცნიერო თემა:
2019 წლის თებერვლიდან, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, დაიწყო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის, „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ განხორციელება.
გამოცემები:
ცენტრის საქმიანობა:
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ 9 საგანში:
ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება ხორციელდება სწავლების მაღალი სტანდარტით, რეგულარული ტესტირებებითა და შედეგების დეტალური ანალიზით. აბიტურიენტებს აქვთ შემოქმედებითი ურთიერთობა პედაგოგებთან, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ სამუშაო გარემოს და წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე.
მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია სწავლა ერთ ან რამდენიმე საგანში. კურსი მოიცავს 30 სასწავლო კვირას. თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში ორი ორ-საათიანი შეხვედრა. სასწავლო ჯგუფში დასაშვებია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 აბიტურიენტი.
მოსამზადებელ ცენტრში ჩარიცხული აბიტურიენტი, თუ SANGU-ში გააგრძელებს სწავლას, მიიღებს 20%-იან შეღავათს სემესტრულ სწავლის საფასურზე. შეღავათი შენარჩუნდება მომდევნო სემესტრებშიც, თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება თითოეულ კურსში 81 ქულას არ ჩამოსცდება.
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ოქტომბერი.
ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 225 00 77
მოქმედებს 2011 წლიდან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
მისიაა პროფესიონალი მთარგმნელებისა და თარჯიმნების მომზადება.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სინქრონული თარგმნის სპეციალურ აუდიტორიას უნიკალური აპარატურით.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ II, III და IV სემესტრიან მოდულებს. ერთი სემესტრის ხანგრძლივობაა 16 კვირა; კვირაში - 15 სთ.
სემესტრის ღირებულება: 1400 ლარი
მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, ასევე ვთავაზობთ I სემესტრიან მოდულს ორი ან სამი არჩევითი საგნით (გამოცდის გარეშე)
სემესტრის ღირებულება: 700 ლარი
დასრულების ვადა: 2026 წლის 19 ივნისი
გაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტაზე hisit@sangu.edu.ge:
შერჩევა: წერითი ტესტები ქართულ და უცხო ენაში, ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. C1 დონის მქონე აპლიკანტები თავისუფლდებიან წერითი ტესტისგან.
20 ივნისი, 12:00 | აუდიტორია N04
ინგლისური ენა:
|
|
გერმანული ენა:
ფრანგული ენა:
ესპანური ენა:
რუსული ენა:
ქართული ენა:
ცენტრის ძირითადი მიზანია შეასწავლოს უცხო ენები უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ კრედიტების ფარგლებში, რომლებიც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამებით. რითაც ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება ერთი ან ორი დონით გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენცია, რაც, დღეს, სწრაფგანვითარებად და მობილურ მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ენის ფლობა, სულ მცირე, B2 დონეზე, რაც გულისხმობს ენის დამოუკიდებლად გამოყენებას როგორც პროფესიული მიზნებით, ისე უცხოენოვანი ქვეყნების კულტურისა და საზოგადოების უკეთ გასაცნობად.
ენების ცენტრი მზად არის სტუდენტებს შესთავაზოს დარგობრივი ენების კურსი მათი სპეციალობების მიხედვით.
დღეს უნივერსიტეტში ისწავლება 5 ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ჩინური. აუცილებლობის და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დაემატოს სხვა ენების შესწავლაც.
ენების შესწავლა ყველა მსურველისათვის – საუკეთესო პირობები და მაღალი ხარისხი.
ზემოაღნიშნულ ძირითად საქმიანობასთან ერთად, ენების ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი კურსების ფუნქციონირებას (ჯგუფში, საშუალოდ, 8–10 მსმენელი):
გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას (მესამე საფეხურის პროგრამების გარდა). ცენტრის ძირითადი ფუნქციებია შუალედური და დასკვნითი გამოცდების დაგეგმვა, განრიგების გამოქვეყნება, შეფასებების ასახვა შიდა საუნივერსიტეტო სისტემაში, სილაბუსებთან საგამოცდო ბილეთების შესაბამისობის მონიტორინგი და პროცედურულ საკითხებზე შემოსული საჩივრების განხილვა.
ცენტრი მონაწილეობს საგამოცდო ინსტრუქციების შემუშავებაში, ახორციელებს სასკოლო და ადმინისტრაციული დოკუმენტების ბეჭდვას. გარდა ამისა, ცენტრი განიხილავს კორესპონდენციებს, ამზადებს რეკომენდაციებს და ახორციელებს სხვა ამოცანებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა და ფუნქციონირებს ქართული ფოლკლორის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ცენტრის მიზანია მრავალსაუკუნოვანი ქართული ზეპირსიტყვიერების დღემდე სათანადოდ შეუსწავლელი საკითხების წინ წამოწევა, კვლევა და პოპულარიზაცია; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ულევი „მარაგიდან“ იმ მხატვრული თავისებურებებისა თუ რწმენითი პლასტების აქცენტირება, რომელთა გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ქართველთა მსოფლმხედველობის ერთიანი სურათის შემუშავება.
ცენტრის ამოცანები: