ქართული ფილოლოგია
ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს ფართო და კომპლექსურ ცოდნას ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ქართველური ენობრივი და კულტურული სამყაროს შესახებ. პროგრამა ავითარებს ფილოლოგიური კვლევის, ტექსტის ანალიზისა და აკადემიური კომუნიკაციის უნარებს და ამზადებს კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ჰუმანიტარული სფეროსთვის.