ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ICT ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ცოდნას პროგრამირების, კომპიუტერული ქსელების, მონაცემთა ბაზებისა და სისტემური უსაფრთხოების მიმართულებით. პროგრამა აერთიანებს ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლებსა და კიბერუსაფრთხოების სპეციალიზებულ ცოდნას, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს წარმატებით იმუშაონ თანამედროვე ციფრულ გარემოში.