მენიუ

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაიწყეს.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი -  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაიწყეს.  კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, სტუდენტებისთვის პირველად ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება, 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.

კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (“Fake News”), რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსის გამარჯვებულებს  კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

კომუნიკაციების კომისიისგან გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს -New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე სამჯერ  წარმატებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ამჯერად კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოცხადდა.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ერთობლივი პროექტების განხორციელება, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის უკვე დაიწყო.

 

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

16 ივნისს, 12:00 საათზე, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა