მენიუ

სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 25 სექტემბერი.

გრძელდება რეგისტრაცია შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • სამართალი - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 3000 ლარი.
  • საქართველოს ისტორია - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
  • ქართული ფილოლოგია ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.


მაგისტრატურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • საბუთების მიღება: 22-25 სექტემბერი (17:00 საათამდე) 
  • გამოცდა უცხო ენაში: 26 სექტემბერი
  • გამოცდა სპეციალობაში: 27 სეტქმებრი
  • შედეგების გამოცხადება: 27-28 სექტემბერი
  • შედეგების გასაჩივრება: 28 სექტემბერი - 1 ოქტომბერი
  • საბოლოო შედეგების გამოცხადება: 3 ოქტომბერი
  • რანჟირების დოკუმენტის გამოცემა: 3 ოქტომბერი
  • ხელშეკრულების გაფორმება: 28 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
  • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება და მისი ასახვა საგანმანათლებლო რეესტრში: 4 ოქტომბერი

 
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ ონლაინ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
  2. ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
  3. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2022 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
  4. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  5. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  6. პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
  7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
  8. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
  9. სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
  10. სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
  11. კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის


მიმაგრებული დოკუმენტები:


ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: registration@sangu.edu.ge 


რეგისტრაციისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

  • დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ დასკანირებული სახით
  • სრულად ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი
  • სათაურის ველში მიუთითეთ სახელი, გვარი და აკადემიური საფეხური (მაგისტრატურა)
Share

Related news

GCUB-MOB International Scholarship Programme

GCUB-MOB International Scholarship Programme

The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”

Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”

On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
Scientific Seminar in Digital Humanities

Scientific Seminar in Digital Humanities

Students of the Master’s Programme in Georgian Philology will hold a scientific seminar in Digital Humanities on June 16, 2026, at 12:00, in the St. Ilia the Ri...

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა