მენიუ

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ განხორციელდება 2024 წლის მაისში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ განხორციელდება 2024 წლის მაისში.

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა. უკვე მესამედ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა პროექტის დაფინანსება.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. საგაზაფხულო სკოლის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს:

  1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”;
  2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე (ახალი მოდული);
  3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე;
  4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი (ახალი მოდული);
  5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა;
  6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს. სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge

სააპლიკაციო ფორმა (ქართული)

სააპლიკაციო ფორმა (ინგლისური) 

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
E-mail: abkhazia.school@manuscript.ge

Share

Related news

GCUB-MOB International Scholarship Programme

GCUB-MOB International Scholarship Programme

The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”

Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”

On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
Scientific Seminar in Digital Humanities

Scientific Seminar in Digital Humanities

Students of the Master’s Programme in Georgian Philology will hold a scientific seminar in Digital Humanities on June 16, 2026, at 12:00, in the St. Ilia the Ri...

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა