მენიუ

სტაჟირების კონკურსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის - www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ etapად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - userhr@gov.ge; ტელ – (995 32) 299 09 00; 574 02 67 47

Share

Related news

GCUB-MOB International Scholarship Programme

GCUB-MOB International Scholarship Programme

The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”

Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”

On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
Scientific Seminar in Digital Humanities

Scientific Seminar in Digital Humanities

Students of the Master’s Programme in Georgian Philology will hold a scientific seminar in Digital Humanities on June 16, 2026, at 12:00, in the St. Ilia the Ri...

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა