Scholarships
სტიპენდიები
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიცემა:
- წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია — 150 ლარი (გადასახადების გათვალისწინებით);
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელობის სტიპენდია — 125 ლარი (გადასახადების გათვალისწინებით).
სტიპენდიის მინიჭების წესი
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სტიპენდიას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში უმაღლესი აკადემიური მოსწრება. ილია II-ის სახელობის სტიპენდიას მიიღებს მეორე ადგილზე მყოფი სტუდენტი რეიტინგში.
- ერთნაირი ქულის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელიც გამოირჩეოდა საზოგადოებრივი აქტიურობით.
- სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი სტიპენდიით — იმით, რომელიც ფინანსურად უფრო მაღალია.
სტიპენდიის გაცემა
- სტიპენდია ენიჭება ყოველი სემესტრის დასაწყისში.
- სტიპენდია გაიცემა მომდევნო სემესტრის განმავლობაში — გაზაფხულის სემესტრში მარტიდან სექტემბრამდე, შემოდგომის სემესტრში — სექტემბრიდან მარტამდე.
- სტიპენდია ჩარიცხება ყოველთვიურად სტუდენტის საბანკო ანგარიშზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რექტორის ბრძანებით შეჩერდება ან შეწყდება მისი გაცემის პროცესი.
სტიპენდიის შეჩერება და შეწყვეტა
- სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტიპენდია ავტომატურად შეჩერდება და აღდგება იმავე სემესტრში, სტატუსის აღდგენისთანავე.
- ფინანსური სირთულეების ან ფორსმაჟორის შემთხვევაში, რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს სტიპენდიის გაცემა წინასწარი წერილობითი შეტყობინებით.
- სტიპენდია შესაძლოა შეწყდეს შემდეგი მიზეზების გამო:
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
- ლექციების/სემინარების სისტემატური გაცდენა
- უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევა
- პირადი განცხადება
- უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვა
- შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე სკოლის საბჭო მიმართავს რექტორს შესაბამისი წარდგინებით. გაცემის შეწყვეტა ძალაში შევა მომდევნო თვიდან.