რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
ბაკალავრიატის კანდიდატთა რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე
- არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
