ცენტრის ძირითადი მიზანია შეასწავლოს უცხო ენები უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ კრედიტების ფარგლებში, რომლებიც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამებით. რითაც ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება ერთი ან ორი დონით გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენცია, რაც, დღეს, სწრაფგანვითარებად და მობილურ მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ენის ფლობა, სულ მცირე, B2 დონეზე, რაც გულისხმობს ენის დამოუკიდებლად გამოყენებას როგორც პროფესიული მიზნებით, ისე უცხოენოვანი ქვეყნების კულტურისა და საზოგადოების უკეთ გასაცნობად.
ენების ცენტრი მზად არის სტუდენტებს შესთავაზოს დარგობრივი ენების კურსი მათი სპეციალობების მიხედვით.
დღეს უნივერსიტეტში ისწავლება 5 ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ჩინური. აუცილებლობის და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დაემატოს სხვა ენების შესწავლაც.
ენების შესწავლა ყველა მსურველისათვის – საუკეთესო პირობები და მაღალი ხარისხი.
ზემოაღნიშნულ ძირითად საქმიანობასთან ერთად, ენების ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი კურსების ფუნქციონირებას (ჯგუფში, საშუალოდ, 8–10 მსმენელი):