მენიუ

ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა და ფუნქციონირებს ქართული ფოლკლორის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ცენტრის მიზანია მრავალსაუკუნოვანი ქართული ზეპირსიტყვიერების დღემდე სათანადოდ შეუსწავლელი საკითხების წინ წამოწევა, კვლევა და პოპულარიზაცია; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ულევი „მარაგიდან“ იმ მხატვრული თავისებურებებისა თუ რწმენითი პლასტების აქცენტირება, რომელთა გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ქართველთა მსოფლმხედველობის ერთიანი სურათის შემუშავება.


ცენტრის ამოცანები:

  • საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (საინგილო, იმერხევი, ფერეიდანი...) აქამდე უცნობი ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა მოძიება, ჩაწერა, თემატურ-ჟანრობრივი კლასიფიკაცია და შესწავლა;
  • შეგროვილი მასალის გამოყენებით მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • ქართული ზეპირსიტყვიერების ადგილისა და ფუნქციის განსაზღვრა ინტეგრაციისა და გლობალიზაციის საყოველთაო პროცესების პირობებში;
  • ქართული ფოლკლორის ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადება;
  • ეროვნული სიტყვიერების მხატვრულ-შემეცნებითი ღირებულების გაცნობა უცხოელ სპეციალისტთა და დაინტერესებულ პირთათვის. 

 

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ქართველოლოგიის ცენტრი

ქართველოლოგიის ცენტრი

2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიქმ...
აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნუ...
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მოქმედებს 2011 წლიდან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. მისიაა პროფესიონალი მთარგმნელებისა და თარჯიმნების მომზადება. უნივე...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა