მაგისტრატურის კანდიდატების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- განცხადება რექტორის სახელზე (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა (ნოტარიულად დამოწმებული) და დანართის ასლი (2025 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა ვაჟებმა)
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე (ამობეჭდილი www.naec.ge-ის გვერდიდან)
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) — მხოლოდ სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის პროგრამაზე
- კონკურსანტის CV (მხოლოდ შემოთავაზებული ფორმით) — მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების პროგრამაზე
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში — აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან
მიმაგრებული დოკუმენტები