მენიუ

ტრენინგ კურსი: „პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად“.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 10 მაისიდან დაიწყება ტრენინგ კურსი: „პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად“.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 10 მაისიდან დაიწყება ტრენინგ კურსი: „პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად“.

კურსის აღწერა:

თემა: პროფესიული თვითრეალიზაცია აქ და ამჟამად

 ქვეთემები:

  • პროფესიული არჩევანი;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობები (პიროვნების ფსიქოლოგია);
  • საქმიანი ურთიერთობების ფსიქოლოგია;
  • თვითშეფასება/თავდაჯერებულობა;
  • კონფლიქტების მართვა;
  • მოტივაცია;
  • მიზნების დასახვა;
  • დროის მართვა;
  • თვითდისციპლინა;
  • ნებისყოფა.

 

მოკლე აღწერა:

ჩვენს ირგვლივ მრავალი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული, პერსპექტიული ახალგაზრდები არიან, რომელთაც უჭირთ პირველი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა პროფესიაში. სხვადასხვა მიზეზების და გამო სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შფოთავს/აშინებს  CV-ს გაგზავნა, გასაუბრებაზე წასვლა, საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა დამსაქმებლის წინაშე და ა.შ. ახალგაზრდებს უჭირთ მნიშვნელოვანი, საჭირო და გამბედავი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის პროცესში. არა მარტო განვითარება, ზოგიერთ მათგანს პროფესიის არჩევაც კი აშინებს ან ვერ პოულობს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რის შედეგადაც არაპროდუქტიულია და მისი კარიერული წინსვლაც რეგრესს განიცდის.

ჩვენი ტრენინგით სტუდენტებს დავეხმარებით გაამახვილონ ყურადღება თავიანთ ამჟამინდელ პროფესიაზე, იმ წარმატებულ გზაზე, რომელიც მათ წინ ელოდებათ. აღნიშნულ ტრენინგების კურსში განვიხილავთ სხვადსხვა თემებს, გავაკეთებთ სავარჯიშოებს საჭირო უნარების განვითარების მიზნით და ჩამოვაყალიბებთ ობიექტურ განწყობას, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გარე სამყაროს ირგვლივ.

მიზანი:

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს შეძლოს მისთვის სასურველი პროფესიული არჩევანის გაკეთება, შეექმნას საკუთარი თავისადმი ობიექტური თვითშეფასება, აიმაღლოს მოტივაცია და ისწავლოს გზები, როგორ მოახდინოს ეფექტური და წარმატებული თვითრეალიზაცია.

ასევე, ვასწავლით თუ როგორ გამოიყენონ შიდა და გარე რესურსები; წარმატებით, როგორ მართონ დრო სწორად, დასახონ მიზნები, გამოყონ საჭირო ამოცანები და გადაჭრან ისინი ეფექტურად და ხარისხიანად.

სამიზნე აუდიტორია:

ეს ტრენინგი განკუთვნილია შენთვის, თუ:

  • გსურს მიიღო დამატებითი ფსიქოლოგიური საკითხების ცოდნა;
  • გიჭირს დროის მართვა;
  • ფიქრობ, რომ გაქვს დაბალი თვითშეფასება;
  • გაკლია თავდაჯერებულობა;
  • გიჭირს მიზნების დასახვა და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა;
  • გაქვს გასაუბრების გამოცდილება, თუმცა წარუმატებლად;
  • არ გაქვს სამსახურში გასაუბრების გამოცდილება;
  • ვერ იპოვე შენი ნამდვილი პროფესია;
  • გჭირდება რჩევები, თუ როგორ გამოიყენო სწორად და ეფექტურად დრო;
  • გიჭირს საკუთარი თავის რეალიზება;
  • პირველ ნაბიჯებს დგამ პრაქტიკულ საქმიანობაში.

ტრენინგის პროცესში გამოყენებული სწავლის მეთოდები:

  • პრეზენტაცია;
  • კითხვა-პასუხი;
  • დისკუსია;
  • დებატები;
  • აქტივობები;
  • მინი ლექცია;
  • ვიზუალიზაცია (თერაპიის/მედიტაციის ელემენტები);
  • უკუკავშირი;
  • გუნდური მუშაობა.

მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის შემდეგ სტუდენტს/ახალგაზრდას ეცოდინება/შეეძლება:

  • შიგა და გარე რესურსების გამოყენება;
  • დროის სწორად მართვა;
  • საკუთარი თავის ეფექტური წარდგენა;
  • სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიაში;
  • მიზნების დასახვა;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმართვა;
  • ეფექტური შთაბეჭდილების მოხდენა დამსაქმებელზე;
  • თვითკმაყოფილების მიღწევა.

ჩვენ დაგეხმარებით/მოგცემთ რჩევებს:

  • მიიღოთ თეორიული ცოდნა ფსიქოლოგიური საკითხების შესახებ;
  • საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში;
  • როგორ მართოთ დრო ნაყოფიერად;
  • როგორ გამოიყენოთ ეფექტურად შინაგანი და გარეგანი რესურსები;
  • ხერხები როგორ ავიმაღლოთ და შევინარჩუნოთ ობიექტური თვითშეფასება;
  • გეხმარებით სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში;
  • როგორ დავისახოთ მიზნები მარტივად და იმოქმედოთ მათ სისრულეში მოსაყვანად;
  • როგორ აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და ახალი მიზნები;
  • ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება/მართვაში;
  • შინაგანი და გარეგანი კონფლიქტების მოგვარებაში;

ტრენინგის ხანგრძლივობა:

დასაწყისი - 10 მაისი

1 თვე - 8 შეხვედრა

სამშაბათი - 17:00-20:00 სთ.

შაბათი - 12:00-17:00 სთ.

დამსწრეების რაოდენობა: 15 ადამიანი

SANGU-ს ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულები, დამწყები ტრენერები:

  • ჯემალ სვიმონიშვილი
  • ელისაბედ დუნდუა
  • ლიკა ჟვანია

8 შეხვედრიდან მინიმუმ 6 შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 მსურველების რეგისტრაცია გაგრძელდება 10 მაისამდე.

სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWce-Vy9IbTh6x19QnBqk17G-6f3kEn5LE_mCFMxWaA9Psw/viewform?fbclid=IwAR03xdhrbKR8-n-4xrwQdhbdRzOjzd_bRXEoLY21NB4YGRHeZNM_gftaAp4

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

16 ივნისს, 12:00 საათზე, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა