მენიუ

NextGen Business Forum

თარიღი: 2026 წლის 28 მაისი
მისამართი: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური თარგმანის შესაძლებლობით

ფორუმის შესახებ

2026 წლის 28 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, გაიმართება NextGen Business Forum.

ფორუმის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციების განხილვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

მთავარი სპიკერები და სესიები

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

რატომ უნდა დაესწროთ?

  • გაიცნობთ წამყვან ექსპერტებს სახელმწიფო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან
  • დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, მკვლევრებსა და სტუდენტებთან
  • გაეცნობით თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ინიციატივებს
  • შეიტყობთ ბიზნესის, ფინანსებისა და გლობალური ვაჭრობის სფეროში ინოვაციური მიდგომების შესახებ
  • ჩაერთვებით მნიშვნელოვან დისკუსიაში NextGen Business Forum-ის ფარგლებში

დღის განრიგის ძირითადი სესიები

დროსესია
10:00 - 10:15 გახსნა და მისასალმებელი სიტყვები
10:15 - 11:15 განათლების მომავალი
11:15 - 12:15 სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა
12:15 - 13:00 ყავის შესვენება
13:00 - 14:00 ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი
14:00 - 15:00 ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა
15:00 - 15:15 დახურვის სესია
15:15 - 16:00 Networking Reception

რეგისტრაცია და კონტაქტი

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ, შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა