მენიუ

კონფერენცია თემაზე "ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა"

2019 წლის 20 მარტს, 13:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  ჩატარდება  საქარათველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების კონფერენცია თემაზე ,,ძველი ქართული  სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა“.

კონფერენცია მიზანად ისახავს სტუდენტების დაახლოებას  სამეცნიერო - კვლევით ცენტრთან და მომავალში ცენტრის კვლევით პროექტებში მათ მონაწილეობას.

კონფერენციასთან დაკავშირებით ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება რამდენიმე გამორჩეული ქართული ხელნაწერი: ვანის ოთხთავი (XII-XIIIსს) თამარ მეფის დაკვეთით კონსტანტინეპოლში გადაწერილი სახარება), მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X-ს შატბერში გადაწერილი ჰიმნოგრაფიული ხელნაწერი), კალის ლექციონარი ( X ს. ლიტურგიკული ხელნაწერი) თავაქარაშვილსეული ვეფხისტყაოსანი ლევან დადიანის დაკვეთით გადაწერილი XVII ს.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ცენტრში დაცული ხელნაწერი კოლექციის ვიდეოინსტალაციის ჩვენება.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

16 ივნისს, 12:00 საათზე, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა