მენიუ

ენების ცენტრი

უცხო ენების სწავლება უნივერსიტეტში

ცენტრის ძირითადი მიზანია შეასწავლოს უცხო ენები უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ კრედიტების ფარგლებში, რომლებიც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამებით. რითაც ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება ერთი ან ორი დონით გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენცია, რაც, დღეს, სწრაფგანვითარებად და მობილურ მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ენის ფლობა, სულ მცირე, B2 დონეზე, რაც გულისხმობს ენის დამოუკიდებლად გამოყენებას როგორც პროფესიული მიზნებით, ისე უცხოენოვანი ქვეყნების კულტურისა და საზოგადოების უკეთ გასაცნობად.

ენების ცენტრი მზად არის სტუდენტებს შესთავაზოს დარგობრივი ენების კურსი მათი სპეციალობების მიხედვით.

დღეს უნივერსიტეტში ისწავლება 5 ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ჩინური. აუცილებლობის და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია დაემატოს სხვა ენების შესწავლაც.

ენების შესწავლა ყველა მსურველისათვის – საუკეთესო პირობები და მაღალი ხარისხი.

ზემოაღნიშნულ ძირითად საქმიანობასთან ერთად, ენების ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი კურსების ფუნქციონირებას (ჯგუფში, საშუალოდ, 8–10 მსმენელი):

უცხო ენების შემსწავლელი კურსები ყველა დაინტერესებული პირისთვის:

  • ბავშვებისა და მოზარდებისთვის — კვირაში სამჯერ 1.5 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა — 15 კვირა. მთლიანი კურსის საფასური — 350 ლარი (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო);
  • მოზრდილთათვის — კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა — 15 კვირა. მთლიანი კურსის საფასური — 450 ლარი (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო);

მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის:

  • PET, FCE, CAE — კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა — 5 თვე; მთლიანი კურსის საფასური — 650 ლარი;
  • TOEFL (iBT) — კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა — 2 თვე. მთლიანი კურსის საფასური — 300 ლარი.
გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა და ფუნქციონირებს ქართული ფოლკლორის სამეცნიერო კვლევითი ცენტ...
ქართველოლოგიის ცენტრი

ქართველოლოგიის ცენტრი

2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიქმ...
აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნუ...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა